|
2017-07-12 14:27:53, 2664 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ CONNECT 2018-ს უმასპინძლებს
შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 – 23 თებერვალს თბილისში, CONNECT-ის მე-15 ფორუმს უმასპინძლებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამნისტროდან აცნობეს, ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 500-მდე დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიისა და 250-მდე აეროპორტის წარმომადგენლები. საავიაციო ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებებზე. Airport Agency-ს აღამსრულებელი დირექტორი, კარინ ბუტოტი: „ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ირჩევს CONNECT-ს, მას მაქსიმალური შედეგები მოაქვს, რადგან შექმნილია ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული გარემო. ფორუმის დამსწრეთა 95%-ს მიაჩნია, რომ CONNECT ესადაგება ან აჭარბებს მათ მოლოდინებს. თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური... ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მიიზიდავს ახლო აღმოსავლეთის და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს.“ „მოხარულნი ვართ, საქართველოში ვუმასპინძლოთ CONNECT-ის მე-15 საავიაციო ფორუმს. ჩვენი ქვეყანა ახლახანს კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებით, რაც საქართველოსთვის არსებითად ზრდის ფორუმში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას. გვსურს, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანაში დამალული საგანძური, ხელუხლებელი ტურისტული პოტენციალი და მოხარულნი ვიქნებით, CONNECT-ის მონაწილე დელეგატებს სპეციალური ტურები შევთავაზოთ, რათა აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური სილამაზე. ქართული სტუმართმოყვარეობა შესანიშნავ ფონს შეუქმნის ღონისძიების განმავლობაში ახალი კავშირების შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში საავიაციო ფორუმი CONNECT-იც თავის როლს შეასრულებს“, - განაცხადა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. ცნობისთვის, CONNECT-ი არის ავიამიმართულების განვითარების ღონისძიება, რომელიც მუშაობს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და საავიაციო სფეროში მოღვაწე სხვა მიმწოდებლებისთვის. 2018 წლის 20-დან 23 თებერვლამდე, CONNECT ფოკუსირებული იქნება საჰაერო სერვისის განვითარებაზე და დელეგატებს სთავაზობს: ულიმიტო პირისპირ შეხვედრებს, რასაც თავად დელეგატები აორგანიზებენ ღონისძიების დაწყებამდე; CONNECT-ის კონფერენციას, სემინარს და ავიაკომპანიების ბრიფინგ პროგრამას. CONNECT-ის კონფერენცია შეკრებს ავიაციის სფეროს მნიშვნელოვან წევრებს, რათა განიხილონ არსებული და სამომავლო საკითხები. CONNECT-ის მომხსენებლები სხვა მრავალთა შორის გახლდათ: დევიდ ო ბრაიენი, „რაინეარ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადელ ალი, „ეარ არაბია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ვითერლი, „ვესტჯეტ“-ის შემოსავლების მენეჯერი. სემინარები საავიაციო სფეროსა და მიმართულებების განვითარების შესახებ დელეგატებს აწვდის ინდუსტრიის სიახლეებსა და ანალიზს. შერჩეულ ავიაკომპანიებს საშუალება აქვთ, ჩაატარონ ექსკლუზიური ბრიფინგები, რათა აეროპორტებმა სრულად შეისწავლონ კომპანიის პოლიტიკა და გაიგონ, თუ როგორ უნდა მოერგონ მათ მოთხოვნებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.connect-aviation.com
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)