|
2015-04-22 09:29:54, 285 ნახვა
შსს-ს თანამშრომლებმა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის ბიუროს ორგანიზებულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში „სისხლის კვალის აღმოჩენა და ანალიზი“ მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლებას საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ევროპისა და აზიის დირექტორი ლესლი ვიგური და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „სისხლის კვალის აღმოჩენა და ანალიზი“ ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) ექსპერტები ატარებენ. სწავლებას საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 20 ექსპერტ-კრიმინალისტი გაივლის და ტრენინგის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგები რეგულარულად ტარდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლესლი ვიგური და სხვა ოფიციალური პირები თბილისში, ცენტრალურ საექსპერტო ლაბორატორიაში საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროს ნუგზარ სუჯაშვილს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და INL-ის პროგრამის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე დაგეგმილი აქტივობების იმპლემენტაციის საკითხს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გაიმართა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)