12:32 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 14:43:42, 635 ნახვა

სოსო ოსორაულის ძმამ 7 ივლისს დაგეგმილი მდუმარე აქცია გადადო - „ეს ადამიანი არის ცოცხალი და არა სავარაუდოდ გარდაცვლილი“

კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

გიორგი ოსორაული მიმართვაში აცხადებს, რომ აქციამ პოლიტიკური ელფერი მიიღო, რის გამოც 7 ივლისს დაგეგმილი მდუმარე აქცია გადადო. 

„7 ივლისის მდუმარე აქციასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, გარკვეული გადამედო, არსებული პოლიტიკური მღელვარების გამო. ჩემს პირველ მიმართვაში თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეს შეკრება ყოფილიყო ყველანაირი პოლიტიკის და ტელეეთერების გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ ინტერესები სხვადასხვა აღმოჩნდა. ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ჩემს თხოვნას. ჩემთვის არ არის გმირთა მოედანი ის ადგილი, სადაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეიძლება. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვისაც სოსო ოსორაულის ბედი აღელვებს. ეს ადამიანი არის ცოცხალი და არა სავარაუდოდ გარდაცვლილი, მას სჭირდება შველა. კიდევ ერთხელ მადლობა თანადგომისთვის და ყურადღებისთვის",  - აცხადებს გიორგი ოსორაული.

შეგახსენებთ, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ მდუმარე აქცია ორი დღის წინ დააანონსა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში და ოკუპირებულ სინფიროპოლში Wildberry-ის საწყობები დაბომბა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics