|
2017-07-04 18:00:00, 2373 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის“ მეცხრე წამახალისებელი გათამაშების მოგებულებს პრიზები გადასცეს
„რუსთავი 2-ის“ ღია ეთერში „ავერსის“ მეცხრე წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. გათამაშდა 5-ჯერ 10 000 ლარი, 25 000 ლარი და მთავარი პრიზი - 50 000 ლარი. მოგებულებს კუთვნილი პრიზები 4 ივლისს საზეიმო ვითარებაში გადასცეს სადაზღვევო კომპანია “ალფას” სათავო ოფისში. - „გვინდა, "ავერსის" აფთიაქში შემოსული ადამიანი ყველაფრით კმაყოფილი იყოს, მათ შორის - წამახალისებელ გათამაშებაში მოგებული თანხითაც. დღეს პრიზებს მომხმარებელთა შორის ყველაზე იღბლიანებს გადავცემთ. იმედი გვაქვს, მომავალშიც ბევრს მივანიჭებთ სიხარულს“, - განაცხადა "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ. მტრედი-ბარათის მფლობელებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს ჩატარდა და სასიამოვნო ტრადიციად იქცა. პროექტის ფარგლებში დღემდე მილიონ ასი ათასამდე ლარის ოდენობის თანხა გაიცა. გათამაშდა 91 ძირითადი და 40 ათასზე მეტი მომენტალური პრიზი. მეცხრე გათამაშებაში ათ–ათი ათასი ლარი ერგოთ გიორგი ხომერიკს, მეგი ბურჯანაძეს, ავთანდილ მჟავანაძეს, ნინო კუთხაშვილსა და ამირან პაპუაშვილს. ნინო კუთხაშვილი გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. 23 წლისაა და, როგორც თავად გვითხრა, არა მხოლოდ მედიკამენტებს, არამედ კოსმეტიკასა და სხეულის მოვლის საშუალებებსაც "ავერსის" ქსელში ყიდულობს. პრიზების გადაცემის ცერემონიაზე ბათუმიდან ჩამოვიდა ავთანდილ მჟავანაძე: - „3 ივლისს დაბადების დღე მქონდა და, აი, ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთა "ავერსმა". მისი ერთგული მომხმარებელი გახლავართ. შეუძლებელია, ამ კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო დარჩე. ყოველმხრივ სანიმუშოა“. 25 000 ლარი ფორტუნამ მაია ვარდოშვილს არგუნა. ქალბატონი მაია ორი შვილის დედაა და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ოჯახის ექიმად მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, წამახალისებელი გათამაშების 20 ბილეთი ჰქონდა: - „ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო სიურპრიზი იყო. არასოდეს არაფერი მომიგია და არც ახლა მჯეროდა, რომ ბედი გამიღიმებდა, მაგრამ... მოგებული თანხა ძალიან გამოადგება ჩვენს ოჯახს“. მთავარი პრიზი, 50 000 ლარი, კი არარატ ენგიბარიანს ხვდა წილად. არარატი ნინოწმინდის რაიონის სოფელ დილიფის მკვიდრია. 45 წლისაა და სოფლის მეურნეობას მისდევს: - „მოგებას, რა თქმა უნდა, არ ველოდი, მაგრამ რაკი ჩემმა ბედმა ასე ინება, ვეცდები, ეს თანხა ჭკვიანურად და კარგ საქმეებში დავხარჯო. დიდი მადლობა "ავერსს". ეს არის ძლიერი კომპანია, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს“. "ავერსის" სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 226 აფთიაქს აერთიანებს. ყოველთვიურად მას 2 მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს. “ავერსი” მუდამ მზად არის, ერთგულ მომხმარებლებს სიხარული აჩუქოს.
®
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
ჰუანგის დაბრუნების შემდეგ ტრამპს შეეძლო Nvidia-ს აქციებზე 15 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიეღო
საია - დევნის ნიშნები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოებას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



