|
2017-07-03 23:47:58, 1195 ნახვა
სპეციალური ანონსი
4 ივლისის ანონსი
09:30 საათზე, ფაბრიკაში (ე.ნინოშვილის#9) კონფერენცია -საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელოვნება - გაიხსნება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინიტრი, ლევან დავითაშვილი გახსნის. 11:00 საათზე, საია გამართავს კონფერენციას „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის". კონფერენციას გახსნის საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. მის: კოსტავას ქ.#14, სასტუმრო რუმსი. 11:00 საათზე ''ევროპული საქართველოს'' წევრი ზვიად ხორგუაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა :ივნისის საქსტატის მონაცემები. მის: გულუას N1 საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 12:00 საათზე, საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში გაიმართება საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და “ზედაზენის“ ხელმძღვანელობა შეხვდება. “ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. 12:00 საათზე, ბორჯომში, 13:00 საათზე ახალციხეში, 14:00 საათზე ვალეში იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. სწავლების მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს. ბორჯომსა და ახალციხეში ტრენინგი იუსტიციის სახლებში ჩატარდება, ვალეში კი ღონისძიება საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება. 13:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ბრიფინგი თემაზე რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს. ბრიფინგი გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (II სართული).
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)