01:12 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 18:51:21, 950 ნახვა

სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. დღეს, კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვებისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის საჭირო ტექნიკას გაეცნენ.

სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას, კომპასისა და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 400 მეტრის სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც გულისხმობს.

კურსის დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მომავალ წელს შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics