18:34 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 19:55:37, 2403 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა იყალთოს ხევის განაშენიანების  რეგულირების გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პროექტის  საავტორო ჯგუფმა -  შპს „თავისუფალმა არქიტექტორებმა“   დეტალურად  განიხილეს და იმსჯელეს  იმ ძირითად  მიმართულებებზე,  რაც გეგმის მიხედვით  არის გათვალისწინებული.  

იყალთოს განაშენიანების პროექტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს იყალთოს მიმდებარე ტერიტორიზე  სივრცით-ტერიტორიული განვითარება, რაც მოიცავს იყალთოს ხევში რეგიონის და ადგილის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  კომპლექსური  სივრცეების ფორმირებას და ამ გზით კულტურული ლანდშაფტის აღდგენა -განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორის პირველი  მოადგილე ირაკლი შიოშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი,  აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და მუნიციპალიტეტის გამგეობის   ინფრასტრუქტურის სამსახურის  უფროსები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
ჰუანგის დაბრუნების შემდეგ ტრამპს შეეძლო Nvidia-ს აქციებზე 15 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიეღო
საია - დევნის ნიშნები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics