|
2017-06-30 15:46:38, 2375 ნახვა
ეკონომიკა
Stadler-ი საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს
მატარებლების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერი შვეიცარული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს. კომპანიასთან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა. ხელმოწერა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შედგა და მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ბაზრის შესწავლას დაიწყებენ. პროექტის განხორციელება როგორც ახალი მატარებლებისა და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ასევე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. „შტადლერ რეილ ეი ჯის“ ხელმძღვანელობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს დადებითად აფასებს და აქედან გამომდინარე განიხილავს მომავალში ქარხნის აშენების შესაძლებლობას. „დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, სადაც აღწერილია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოში ყველაზე თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ტექნიკა იწარმოებოდეს. ძალიან სწრაფად გადავალთ იმ ნაბიჯებზე,რომსაქართველოში ჩამოვაყალიბოთ სააქციო საზოგადოება დაშევქმნათ ქარხანა, რომელიც დაიწყებს ჩვენი პროდუქციის გამოშვებას. საქართველომ ბოლო წლებში ძალიან სწრაფად გაიარა მოდერნიზაციის პროცესი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, წარმოება აქ განვავითაროთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ხელმოწერის დასრულების შემდეგ „შტადლერ რეილ ეი ჯის“ პრეზიდენტმა, პიტერ შპულერმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებით, კომპანია „შტადლერი“ არის ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელი თავის სექტორში. „ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქარხანა იყოს საქართველოში, რომელიც აწარმოებს მატარებლებს, ვაგონებს და ასევე მათ შეკეთებაზე იმუშავებს. ამის შემდეგ უკვე ყველაზე ძირითადი საკითხია ლოკალიზაციის პროცენტი, რაც საწყის ეტაპზე ვერ იქნება მაღალი, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ, რომ ლოკალიზაციის დონეც იყოს შესაბამისი.ასეთსაწარმოს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავია ის საექსპორტო პოტენციალი, რაც მსგავს წარმოებას ექნება ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შტადლერი“ საქართველოშია. ის შემოდის ახალი ტექნოლოგიებით, მენეჯმენტით, რაც მთავარია, შემოდის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ბრენდი, რომლის მიმართ ნდობაც ძალიან მაღალია. ეს კიდევ ერთ დამატებით ფაქტორს შექმნის იმისთვის, რომ გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გავიდეთ რეგიონის ბაზრებზე. გარდა ამისა, კომპანიის შემოსვლა მოგვცემს საშუალებას, მოვემსახუროთ მოძრავი შემადგენლობის პარკს, განვაახლოთ ეს პარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სარკინიგზო ბიზნესისა და დარგის მოდერნიზაციისთვის. „შტადლერის“საქართველოშიშემოსვლა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“ - აღნიშნა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, წარმოების სქემის შედგენისა და ბაზრის კვლევის პროცესების გათვალისწინებით, წარმოების დაწყება დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, აქტიურად შეუწყოს ხელი პროექტის განხორციელებას. (NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)