01:12 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 11:51:00, 810 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სერჟანტთა კორპუსის დღე აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. სერჟანტთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ, მისმა მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ და ბატალიონის უფროსმა სერჟანტმა მალხაზ კოპალიანმა „დაკისრებული მოვალეობის სისტემატურად მაღალხარისხიანად შესრულებისათვის" სერჟანტებს საპატიო სიგელები გადასცეს, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics