|
2017-06-23 17:09:55, 2229 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი. ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში, ასევე, 16 პროცენტითაა გაზრდილი ბიზნესის გამოშვება და 19 პროცენტით - ბრუნვა. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებლებზე ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მან, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე. პირველი ვიცე-პრემიერის შემდეგ, პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა. კერძოდ, ნიკოლოზ გაგუამ ისაუბრა ლარიზაციის სამთავრობო გეგმასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის შესაბამისად არის მიღებული. 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, 1 ივლისს ამოქმედდება. ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ. ლარით დადების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი კარგადაა მომზადებული, რათა კანონის ადმინისტრირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სამსახურმა ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო-საცნობარო ღონისძიებები ჩაატარა. საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით მომავალ კვირას განიხილავს. კოდექსის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. გარდა ამისა, კოდექსში ზუსტდება არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ცვლილების ნაწილი, ასევე, მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნეს-სექტორთან. პრეზენტაციების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაგეგმილ ცვლილებებს ლარიზაციის მიმართულებით ბიზნესი მომზადებული ხვდება. ითქვა, რომ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მიმართულია როგორც ბიზნესის, ისე ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)