|
2017-06-20 18:57:10, 2184 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებზე Twinning-ის პროგრამა იწყება
20-21 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების ქ. ნორდვეიკში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილმა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო და სამომხმარებლო გადასახადების დეპარტამენტის დირექტორმა, ჰარი რუდბენმა ხელი მოაწერეს პროგრამას საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (Twinning programme). პროგრამა მიზნად ისახავს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ახალი წევრების მხარდაჭერას BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის პროცესში. კერძოდ, ტექნიკურ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითებში, როგორიც არის საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგება, დავების გადაჭრის მექანიზმი და მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა 2013 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით და მოიცავს 15 სამოქმედო ღონისძიებას. ინკლუზიურ პლატფორმას, რომლის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციისათვის, საქართველო შეუერთდა 2016 წლის 14 ივნისს. მასში დღეისათვის გაწევრიანებულია 100-მდე სახელმწიფო.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)