|
2017-06-20 15:34:43, 635 ნახვა
სერგო რატიანი ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს - „ის საზოგადოებას ატყუებდა“
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს. როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში რაზეც საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობა ტყუილი აღმოჩნდა. "პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევდი, რომ საკუთარი რეპუტაციის შესანარჩუნებლად გადამდგარიყო ამ თანამდებობიდან. ამ თვეების განმავლობაში, რაზეც საუბრობდა "ქართული ოცნება", კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარე აღმოჩნდა ტყუილი. გუშინდელი განცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ საარჩევნო კოდექსი ფაქტობრივად არ იცვლება შემდგომი არჩევნებისთვის. გამოდის რომ ამ თვეებს განმავლობაში, ის ატყუებდა საზოგადოებას. ვენეციის დასკვნა უკვე არაფერ შუაშია", - განაცხადა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებიტ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარი ქორწინების დეფინიციას, პრეზიდენტის არჩევისს წესს, საარჩევნო ბარიერს და სხვა ცვლილებებს ეხებოდა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)