|
2017-06-18 14:39:59, 485 ნახვა
მიხეილ ჯანელიძე ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
2017 წლის 18-19 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა. მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. ლუქსემბურგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა საქმიანი საუზმის ფორმატში, რა დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს გააცნობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ ვახშამს.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)