|
2017-06-16 19:36:38, 2143 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი გოცირიძეს: ისე არ ეყოფოდათ ვითომ „ნაციონალებს“ თავისი უმსგავსობა, თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალივით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც „ჯიდიესიდან“ თანამშრომლების გადაყვანასა და მაუწყებლის ერთპარტიულ ტელევიზიად ქცევას ეხებოდა. მისი თქმით, „ჯიდიესის“ ჟურნალისტები თავის საქმეს ღირსეულად ასრულებენ და თავისუფალ სიტყვას ყოველთვის დაიცავს. ამასთან, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გიორგი გვახარიას გადაცემა მისთვის ერთ-ერთი ეტალონი გადაცემაა და მიესალმება, თუ ის არ დაიხურება: „თქვენთვის ნორმალური სიტყვა კიარა, გადასარევი ეპითეტია, ბატონო რომან, თქვენ რომ ვინმემ ქლიავი გითხრათ, მაგრამ იმისთვის შეურაცხყოფაა. მე მართლა ლეიტენანტი ვარ და ეს ჩინი ჩემი სამშობლოს ჯარში ყოფნის დროს მივიღე და რომან გოცირიძე ჯარშიც არ არის ნამყოფი. პლუს მაგას თქვენ დესანტზე წარმოდგენა რომ გქონდეთ, ჩემხელა ხალხს დესანტად არ არჩევენ, დესანტს თქვენ უფრო გავხართ ერთი კაცი ხართ გადმოსხმული ამ პარლამენტში. მინდა, ისევ მხარდაჭერა გამოვუცხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, შედარება არ შეიძლება იმ მაუწყებელთან, რომელიც გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ბატონო რომან, თქვენ იცით რატომ ხართ სხვა ახალ „ნაციონალებზე“ უფრო საშიში? თქვენ ჩემი ეროვნული მოძრაობის სახელით მოხვედით ხელისუფლებაში, მოგვატყუეთ ხალხი, გაძარცვეთ ქვეყანა და ახლა კიდევ „ნაცების“ სახელით, ისე არ ეყოფოდათ ვითომ თავისი უმსგავსობა თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალივით, ახლა კიდევ ხელისუფლებაში რომ გინდათ ყოფნა, იმასაც კადრულობთ, რომ „ნაცებთან“ იჯდეთ დღეს პარლამენტში. თქვენზე მეტს აღარაფერს ვიტყვი ოქროს გვირგვინიც რომ დამადგათ თავზე ლეიტენანტის ვარსკვლავი კიარა. მინდა, წარმატებები ვუსურვო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და გითხრათ, რომ ია ანთაძე არ მუშაობდა „ჯიდიესში“, ის იყო ისევე ხელშეკრულებით, როგორც სალომე ასათიანია პირველ არხზე. ვინც მუშაობს „ჯიდიესიდან“, არის ღირსეული ხალხი, ჟურნალისტები, სადაც არიან, ყოველთვის გააკეთებენ თავისი ქვეყნის საქმეს და მე ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით. ბატონმა სერგომ მითხრა, შენც ხომ არ აპირებ გადასვლასო იქ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, დიდი სიამოვნებით, იმ ხალხის გვერდით ყოველთვის ვიქნები და ყოველთვის დავიცავ თავისუფალ სიტყვას. ისევე როგორც, გიორგი გახარიას გადაცემა არის ჩემთვის ერთ-ერთი ეტალონი გადაცემა“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)