|
2015-04-19 17:06:07, 966 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის ფერდობზე დაზიანებული საფეხმავლო ბილიკი
სოლოლაკი – მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკი კლიმატურმა პირობებმა დააზიანა. გარკვეული წვლილი შეიტანა ადამიანმაც. ტურისტული მარშრუტი „მთაწმინდა“ 2008 წელს გაიხსნა. ოთხ კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, სოლოლაკიდან იწყება და მთაწმინდის პარკთან სრულდება. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს და დამსვენებლებს ქვაფენილიან ბილიკზე გზად სკამები, რუქები, ნაგვის ურნები ხვდებათ. ბილიკის დამაკავშირებელ გზაზე კი, ხის მცირე ხიდები და კიბეებია. პროექტის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 2011 წელს ამავე მარშრუტზე დასასვენებელ სკამებს, სანიაღვრე არხებს, ქვაფენილს, გარე განათებას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. გარკვეული დროის განმავლობაში კი, ბილიკზე კლიმატურმა პირობებმა გავლენა მოახდინა. დაზიანებულია ხის მცირე ხიდები და კიბეები. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, ადამიანმა თავისი ხელით შექმნილი თავადვე გაანადგურა. ნაგვის ურნა მოხსნილია, ან ცარიელია... ნაგავი ძირს ყრია. დასასვენებელ სკამებს მაგიდის ფუნქცია მიანიჭეს, სადაც სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები არყის და ლუდის ბოთლებს ბოლომდე ცლიან. გამოცლილი ბოთლები და პოლიეთილენის ჭიქები კი, ნაგვის ურნამდეც ვერ აღწევს. სამარშრუტო ბილიკ „მთაწმინდაზე“ ფეხით მოსიარულეებმა ჯერ ბოტანიკური ბაღი უნდა გაიარონ შემდეგ კი, სოლოლაკის გავლით, მთაწმინდის ფერდობზე მოხვდებიან. ფერდობიდან მთაწმინდის პანთეონისკენაცაა გადასასვლელი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)