05:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 11:21:27, 752 ნახვა

აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კანონპროექტი 2014 წელს ყირიმის ანექსიის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. 

როგორც BBC წერს, დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება. 

მედიის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტის ტექსტი ისეა შედგენილი, რომ პრეზიდენტს სანქციების გადავადების უფლებას უზღუდავს. 

მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი ფინანსურ და სავიზო შეზღუდვებს იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგაც ითვალისწინებს, ვინც მილსადენის სისტემის განვითარებით რუსეთის ხელისუფლებას ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტში ეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics