05:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 11:01:22, 577 ნახვა

დავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო ბიძინა ივანიშვილთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, თუ “მოძრაობა ახალი ძალების” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ საქმიანობას არ შეწყვეტს, მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება, - ამის შესახებ საყვარელიძემ გადაცემა "Zіткнення"-ის ეთერში განაცხადა.

საყვარელიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აწარმოებს. 

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ივანიშვილი რუსული “გაზპრომის” აქციონერია და დღესდღეობით საქართველოს მართავს, რაც საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს “ღირებულებების ბაზა” განსხვავდება და პეტრო პოროშენკოს “სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში შეშვება“ არ სურდა.  

დავით საყვარელიძე ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს 2004 წლის მაიდნის მოვლენებს და ყველაფერ პროგრესულს, რაც საქართველოში 2004 წლიდან მოხდა.

დავით საყვარელიძის თქმით, პოროშენკოს ასევე აშინებდა ექსპრეზიდენტის პოპულარობა.

“ჩვენი მმართველობა კარდინალურად განსხვავდება პოროშენკოს მმართველობისგან”, – აღნიშნა დავით საყვარელიძემ და დასძინა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით რაიმე საქმე არ აღძრულა. 

2016 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციული კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 2017 წლის მარტში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics