|
2017-06-14 12:15:42, 662 ნახვა
სამხედრო
იზორია: საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს
სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მაგდერბურგში, საბრძოლო მომზადების ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო და გერმანელი გენერლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ მაღალი შეფასება მიიღო. მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უვე ბეკერმა უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართველი ქვედანაყოფის მომზადების ეტაპები გააცნო. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. მომზადება მექანიზებულ, ოცეულისა და ასეულის დონის სწავლებებს მოიცავდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა და მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ახლო მომავალში გამეგზავრება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს. დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)