16:03 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:58:46, 2265 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების  ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2017 – 2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკთან უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics