|
2017-06-12 12:55:29, 2312 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე. შეხვედრაზე, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰემსკერკი, აგრეთვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ, განხილული იყო მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეკრების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)