23:29 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 17:52:36, 2984 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
Birja Mafia-ს დაკავებული წევრი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებული წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მგალობლიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაკავების დროს მას უფლებები არ განუმარტეს და ასევე დაკავების ოქმი არ გადაუციათ.

მგალობლიშვილი დაკავებას კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.

ბრალდებულის თქმით, პოლიცია მას თავში ურტყავდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა.

"მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics