17:53 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 15:22:18, 2137 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტის ამოქმედებიდან პროგრამას უკვე 24-ე ბენეფიციარი ჰყავს. ამჟამად კი ქალაქ თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Holiday Inn“ გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ჯგუფთან IHG (Intercontinental Hotel Group) რომელიც ითვალისწინებს ცნობილი ბრენდის Holiday Inn-ის ფრენჩაიზის ლიცენზიას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს მმართველი საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management, მომსახურე პერსონალისთვის ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგებს და სასტუმროს ამოქმედების დღიდან აქტიურად უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განვითარებას, რაც სამომავლოდ მომსახურების მაღალ ხარისხზე აისახება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს.

ახალი სასტუმრო, რომელიც კახეთში, ქ. თელავში, რუსთაველის #2-ში გაიხსნება, 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
ჰუანგის დაბრუნების შემდეგ ტრამპს შეეძლო Nvidia-ს აქციებზე 15 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიეღო
საია - დევნის ნიშნები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის უსაფრთხოებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics