|
2017-06-08 20:45:55, 757 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნა
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგების საშუალება ელიას მთაზე განახლებულ მემორიალთანაც აქვთ. განახლებული მემორიალი ოფიციალურმა პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მებრძოლები გაიხსენა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. სამხედრო ვეტერანებმა თანამებრძოლები და საბრძოლო მოქმედებები გაიხსენეს. მემორიალი საინგილოს მე-5 ჩიხში არსებულ სკვერში მდებარეობს და მასზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული 110 გმირის სახელი და გვარია დატანილი. სხვადასხვა დროს აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა შავნაბადას ბატალიონისა და არტილერისტთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილს, სადაც აღიმართა პირველი სახით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. სამხედრო ქვედანაყოფების სადისლოკაციო ადგილების შეცვლის შემდეგ, ობელისკის განახლების საკითხი დღის წერიგში დადგა. მემორიალი ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით აღადგინა. ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, გმირთა ხსოვნის მემორიალი შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. მოწვეულმა სტუმრებმა ძეგლი გვირგვინით შეამკეს და გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართა. საღამო მუსიკალურად ანსამბლმა „მართვემ“ გააფორმა. ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ხელშეწყობით ჩატარდა. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)