|
2017-06-08 20:40:37, 2151 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლევან მაყაშვილის მამა: ჩემს შვილს არასდროს ჰქონია კავშირი კრიმინალთან
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის მამა ლერი მაყაშვილი აშშ-ის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან შვილის კავშირს უარყოფს. როგორც მაყაშვილის მამამ აღნიშნა, განვითარებული მოვლენები გაუგებრობაა. "ამერიკაში ჯერ ვერავის დავუკავშირდი, ამიტომ დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი შვილს არ შეიძლება ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონდეს, ეს ალბათ გაუგებრობაა და ყველაფერი გაირკვევა. ლევანს არასდროს ჰქონია კავშირი კრიმინალთან. მას სამი დღის წინ ვესაუბრე, მითხრა, რომ ბრძოლისთვის ემზადებოდა, ვარჯიშობდა. საქართველოში ერთ თვეში აპირებდა ჩამოსვლას. ბოლოს აქ სამი თვის წინ იყო, გორში, დარბაზში ვარჯიშობდა. დღეს საღამოს დავუკავშირდები მის მეუღლეს ამერიკაში. სხვა არაფერი ვიცი. მე ჩემი შვილის იმედი მაქვს, მას სპორტის მეტი კავშირი არაფერთან ჰქონდა", - აცხადებს სპორტსმენის მამა ლერი მაყაშვილი. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გამოსავლენი ბრძოლა 8 ივლისს ლონდონში Copper Box Arena-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ხურციძე ნიუ-იორკში ე.წ. რიკოს საქმეზე დააკავეს და მას პასუხისგება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)