23:29 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 16:05:23, 2463 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებები იმ უცხოელებს არ შეეხება, ვინც სახნავ-სათეს მიწებს უკვე ფლობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილება, იმ უცხოელებს არ შეეხებათ, ვინც საქართველოში უკვე ფლობენ მიწას.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუმარტა,  საქართველოში უცხოელებზე სახნავ-სათესი მიწის 5%-ია გასხვისებული.

 „საქართველოში დაახლოებით 5%-მდე მიწა ეკუთვნის უცხოელებს, სახნავ-სათესი მიწის დაახლოებით ეს ნაწილია გასხვისებული, რაც დარეგისტრირებულია. ის, ვინც ფლობს, ჩვენ მის საკუთრებას არ ვეხებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეძლებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics