|
2017-06-08 14:41:05, 2175 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ახალი სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დღეს ,,ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის კუთხით თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს. უწყების ცნობით, კონფერენციაზე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს განხორციელებული რეფორმების და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია შედგა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვიუს მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა გაატარა. „ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი რეფორმა გავატარეთ. მათ შორის მინდა გამოვყო პროექტი, რომლითაც ევროკავშირი დაგვეხმარა. ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყანაში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინსტიტუტის გასავითარებლად - მოხდება ლაბორატორიების გადაიარაღება საქართველოში თანამედროვე სერვისების დასანერგად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისა და კონკრეტულად ამ პროექტისთვის“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორის დავით ტყემალაძის ინფორმაციით, ევროკავშირის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიაში ისეთი სფეროების განვითარება იყო, რომელებიც საქართველოში დღემდე არ იყო ხელმისაწვდომი. "ადგილობრივ მეწარმეებს, დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ უხდებოდათ ამ სერვისების შეძენა, ამისთვის კი უფრო დიდი რესურსი იხარჯებოდა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოხდა ძირეული გარდაქმნა, განვითარდა თანამედროვე მიმართულებები, გადახალისდა მეტროლოგიის ლაბორატორიები ახალი აღჭურვილობით და მეტროლოგიური ხელსაწყოებით, ასევე მომზადდა ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ელექტრონული სისტემები, რაც შემდგომში დაინტერესებულ პირებს სერვისების სახით მიეწოდებათ",-განაცხადა ტყემალაძემ. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს და AECOM კონსორციუმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB comprehensive Institutional Building) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილეს: სააგენტოს რენოვაციის, დამხმარე ინფრასტრუქტურის სრული განახლება და სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონური ბაზის რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებებით: გეომეტრიული გაზომვები, წნევა და ძალა, ტემპერატურა და ტენიანობის გაზომვები, დიდი მასები და მცირე მოცულობები, რადიოფიზიკა, დრო და სიხშირე, ოპტიკა და აკუსტიკა, ფიზიკო-ქიმიური გაზომვები, ვიბრაცია, ნივთიერებათა ხარჯი და რადიაციული გაზომვები. დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნეს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები და სამომავლო გეგმები სააგენტოს არსებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს. ღონისძიებას 80-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით სტანდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორმა დავით ტყემალაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ფრნაჩესკა მაცუკომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მიმართეს. (NS)
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)