|
2017-06-08 14:36:45, 1971 ნახვა
კომენტარი
კონგოში ტყვედ აყვანილ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით, საგარეო უწყებას რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგოში ტყვედ აყვანილ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით, უწყებას რაიმე ახალი ინფორმაცია არ აქვს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებას აუცილებლად აცნობებენ: „სიახლე არაფერია. იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ჩართული იყო ამ პროცესში. იყო ჩართული ჩვენი ელჩის მეშვეობით. მუდმივად ვიყავით კომუნიკაციაში კონგოში გაეროს წარმომადგენლობასთან, ასევე წითელ ჯვართან, ჩვენი ელჩი იმყოფებოდა კიდევაც კონგოში და ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებიდან ვიღებდით, იყო გაზიარებული ოჯახთანაც. პროცესის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყო მუდმივად კომუნიკაციაში როგორც აფრიკაში წარმომადგენლებთან, ასევე ოჯახთან. ჩვენ შემდგომ პროცესებს აუცილებლად შეგატყობინებთ, თუკი რაიმე განვითარება მოჰყვა ამ პროცესს“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)