|
2017-06-07 12:22:00, 2167 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და გამოფენის მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საბაჟო სფეროში და მას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები (500-ზე მეტი სტუმარი) ესწრება. „ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც შესაძლებელია იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრებსა და საბაჟოზე, ხაზი უნდა გაესვას საზღვრის მართვაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციას. სწორედ მათ სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ საბაჟო ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სწორედ ვაჭრობაზეა დღეს დამყარებული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყანა რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის, აბრეშუმის გზის გასაყარზე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია საბაჟო გაერთიანებებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ახალ ტექნოლოგიებს და გავცვალოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, რომელიც არის ტრანზიტული ქვეყანა და რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია საქართველოს საბაჟოების განვითარებისთვის იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია ძალიან ნაყოფიერად ჩაივლის", - აღნიშნა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კუნიო მიკურიამ. მსო (მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია) საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად კონკრეტულ თემატიკას ეფუძნება. წელს, კონფერენციის თემაა მონაცემთა ძალა საზღვრის ეფექტური მართვისთვის. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საბაჟოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის უფრო ეფექტური გაცვლისათვის, განიხილონ და გაიზიარონ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში არსებული უახლესი გამოცდილება.
(NS)
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)