|
2015-04-17 13:12:05, 312 ნახვა
ადვოკატი: 9 თვიანი პატიმრობის ვადა გავიდა და უგულავა უკანონო პატიმარია
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნომებრის საქმეზე გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებებს წარადგენს. გარდა ამისა, ადვოკატები გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატირმობის შეცვლას მოითხოვენ. "დღეს მოხდება მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა, რომელიც მოპოვებული იქნა როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის მიერ და მოვითხოვთ ამ ნუსხის დამტკიცებას. შუამდგომლობის განხილვა ხდება 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. ვინაიდან წინასწარი 9 თვიანი პატიმრობის ვადა არის გასული და გიგი უგულავა უკანონო პატიმარია",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიორგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ადეიშვილის ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდებთან დაკავშირებით. სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. უგულავას მთაწმინდის პარკის ეპიზოდზე ბრალი ედება სამსახურობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში-ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი). სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ივანე მერაბიშვილს ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდებთან დაკავშირებით აქვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით აქვს წაყენებული.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)