|
2017-06-07 08:57:29, 698 ნახვა
ოკუპირებული ცხინვალის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას კრემლი მხარს უჭერს
ოკუპირებული ცხინვალის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას, კრემლი მხარს უწერს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის საგარეო უწყება, ოფიციალურ თბილისს მოუწოდა დე-ფაქტო რესპუბლიკის მაგალითს მიჰყვეს, „მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოზიციას, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციების სისტემის განვითარების რეალურ პერსპექტივას ხსნის. მოვუწოდებთ თბილისსაც, გამოაჩინოს მსგავსი კონსტრუქციული განწყობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. უწყების განცხადებაში საუბარია 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო მონიტორინგის საკითხებს განსაზღვრავს. „მისი პრაქტიკული რეალიზაციის უსწრაფესი დაწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. სამწუხაროდ, ქართული მხარე დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადასტურებისგან. იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)