11:29 - 22 Jul, 2026
|
2017-06-07 00:34:03, 790 ნახვა
უდუმაშვილმა დაადასტურა რომ თბილისის მერობაზე კენჭისყრა სააკაშვილმა შესთავაზა
კიევიდან დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ, უდუმაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. "ვადასტურებ, რომ მივიღე შეთავაზება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერობის კანდიდატურაზე. შეთავაზება მივიღე უშვალოდ მიხეილ სააკაშვილისგან. დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით" - აღნიშნა უდუმაშვილმა. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა მან დრო ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად. დღეს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, შესაძლოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)