2017-06-06 15:30:26, 542 ნახვა
ISIS-ს ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს
"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს, - ამის შესახებ Iraqinews იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებს გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი ასაჯაროებს.
"გუშინ ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 163 ადანიანი მოკლეს. ისინი გაქცევას ცდილობდნენ, მათ შორის ქალები, კაცები და ბავშვები, რომელთა გვამები ჯერ კიდევ ქუჩებშია“, - განაცხადა კომისარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან