|
2017-06-06 15:01:44, 770 ნახვა
სამხედრო
კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“ გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა, ბენედიქტ ბორელმა გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რეურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა მიმართეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ კურსის მიზანს სამხედრო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება, კორუფციის რისკების, მათი პრევენციის ზომებისა და იმ სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართული სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია. ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას შეიარაღებული ძალების მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციათა ცენტრის (PSOTC) წარმომადგენლები ჯარისკაცებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტების, შეიარაღებულ ძალებში ქცევის კოდექსისა და გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)