22:07 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 17:16:27, 2200 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება არასერიოზული განცხადებები

"პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება სამწუხაროდ არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის კონსენსუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა

კობახიძე აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა რომ პარლამენტი მუშაობს ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი საკონსტიტუციო პროექტი. 

"მე პრეზიდენტის განცხადებებზე აღარ გავაკეთებ კომენტარებს.დღეს მოვერიდები რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია ის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხოს ყოველგვარი ავტოკრატია ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული პრინციპების განვითარება. ეს არის ამოცანა, დანარჩენი არის სპეკულაციები", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics