|
2017-06-01 17:32:00, 703 ნახვა
გერმანიის ელჩი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: იმედი გვაქვს, გამოძიების შედეგები, რაც შეიძლება სწრაფად გახდება ცნობილი
გერმანიის ელჩის ჰაიკე რენატე პეიჩის განცხადებით, მისასალმებელია, რომბ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ელჩები საქმის კურსში ჩაეყენებინა. ელჩის თქმით, ჟურნალისტთან დაკავშირებულმა ფაქტმა, ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. "ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქებში და ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა, მოიწვია ელჩები და საქმის კურსში ჩააყენა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ეს გამოძიება და გაასაჯაროოს ფაქტები, რა მოხდა რეალურად. იმედი გვაქვს, გამოძიების შედეგები, რაც შეიძლება სწრაფად გახდება ცნობილი", - განაცხადა ჰაიკე რენატე პეიჩიმ. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 29 მაისს "გაუჩინარდა. 30 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ნაცემ მდგომარეობაში, მალულად გადაიყვანეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა ედება ბრალად. გუშინ ბაქოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჟურნალისტს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)