17:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 15:06:37, 319 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერ ინარა მურნიეცეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო  საქართველოსა და ლატვიის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში.
გიორგი მარგველაშვილმა ინარა მურნიეცესთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომელიც საქართველომ ამ პროცესის დასაჩქარებლად გადადგა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში 2015 წლის მაისში გაიმართება.
სახელმწიფოს მეთაურმა და დელეგაციის წევრებმა პარლამენტის წევრებს მადლობა ინარა მურნიეცემგადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ იჩენს და აღნიშნეს, რომ ლატვიის საეიმამ  ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა.  ინარა მურნიეცემ თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლატვია ყოველთვის იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონალური თანამშრომლობის, მათ შორის სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აღნიშნა, მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ. „ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით, ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ 2014 წლის 24 ნოემბრის მიღებული დამგმობი განცხადება.
საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ დელეგაციას ინარა მურნიეცემ ლატვიის საეიმა  დაათვალიერებინა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღესვე პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუიუმასაც შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics