|
2017-05-30 22:11:45, 1729 ნახვა
სპეციალური ანონსი
31 მაისის ანონსი
11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას, სადაც წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგად მომზადებული რეკომენდაციები. 11:00 საათზე, "ახალი საქართველო" ანტიკორუფციული ბიუროს დაარსებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სამშენებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებთან და მსხვილ შემსყიდველებთან შეხვედრას გამართავს. 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გააფორმდება. 11:00 საათზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები და კერძო პირები საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან მიმართვას, რომელშიც მოცემულია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში კულტურის საკითხებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე. 11:15 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩას გახსნის. 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, ი.ჭავჭავაძის N29-ში მდებარე SOLO ლაუნჯში, გაიმართება SOLO-სა და "Eastern Promotions"-ის ერთობლივი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან SOLO-წარმომადგენელი ეკა დუჩიძე და კომპანია "Eastern Promotions"-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე. 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“, რომელსაც დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი. 12:30 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონზე, რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანიას გამართავს. 12:45 საათზე, საქართველოს ვიცე პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში აშშ-ს განვითარების სააგენტოსა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და მრავალფეროვან რესურსებს გაეცნობა. მინისტრი მათემატიკის, კითხვისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს დაესწრება, რომელიც ინოვაციური მეთოდებით ჩატარდება. 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში საბალეტო ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა. 17:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელოვანის გაბრიელ (ბეგი) მამალაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელშიც 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან. 20:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართება.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)