02:08 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:19:33, 2072 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე JTEC-ს ეწვია

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი დღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC) ეწვია.

ნატოს გენერალური მდივინის მოადგილეს კრწანისში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს.

თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად დაასახელა. 

ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ იმყოფებოდნენ.

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართულმა მხარემ რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინა.

ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics