|
2017-05-29 15:34:06, 2379 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია სარია: ედიშერ ქარჩავა შორენა თეთრუაშვილის ტრუბადურია
„ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი, უხეშად რომ ვთქვათ, მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას სურვილი ჰქონდა პატრიარქი მოეკლა. როგორც მღვდელმონაზონმა აღნიშნა, ედიშერ ქარჩავა, შორენა თეთრუაშვილი და მისი გარემოცვა, ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს. მღვდელმონაზონი დარწმუნებულია, რომ მეუფე პეტრეს არავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია. „საერთოდ როდესაც ადამიანები უკვე სიმართლესა და სიცრუეს შორის ზღვარს კარგავენ, მიდიან აბსურდამდე. ედიშერ ქარჩავას რა თქმა უნდა თითქოსდა ვხედავთ, რომ საპატრიარქოს იურისტის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მდივანმაც კი არ იცის, მამა მიქაელ ბოტკოველმა შიგნით რაზე არის საუბარი, სინოდის წევრებმაც არ იციან და იცის ექსკლუზიურად ედიშერ ქარჩავამ ყველაფერი?! აქედან გამომდინარე ის არის ტრუბადური შორენა თეთრუაშვილის, რომელზეც არაერთგზის ითქვა, შესაბამისად ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი. მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს უხეშად რომ ვთქვათ, რასაც ახმოვანებს და რა ინფორმაციებსაც ფლობს აბსოლუტურად იდენტური არის შორენას გონთან ანუ შორენა თეთრუაშვილის გონებასთან. თითქოსდა პატრიარქის სახელით საუბრობენ. პატრიარქს ამ თემის შესახებ საერთოდ არცერთხელ კომენტარი არ გაუკეთებია და მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ პატრიარქს ამისი სჯერა. იციან, რომ პატრიარქი თავს იკავებს ამ ეტაპზე და პატრიარქის სახელით ლაპარაკობენ შორენა და ედიშერ ქარჩავა და მისი გარემოცვა, რითაც ყოველმხრივ სურთ დისკრედიტაცია ეკლესიის ავტორიტეტის რაზეც არაერთგზის აღინიშნა. სხვათაშორის, დაიწყო პირველი თემით ჯერ თითქოს მეუფე დიმიტრიზე, მამა გიორგიზე ავტომატურად, იყო ქონების საკითხები, ერთს მეორე მოჰყვა და ბოლოს მივდივართ იქითკენ, რომ საზოგადოებისთვის საკვებად გადმოაგდეს თითქოს მეუფე პეტრე აპირებდა მკვლელობას. ასეთი აბსურდები უკვე პიკამდეა მისული. ღრმად დარწმუნებული ვარ, ისე როგორც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, არავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონდა მეუფე პეტრეს, პირიქით ეკლესიის დახმარება სურს. ცოტა ხანში შეიძლება თქვან, სინოდის წევრებზე და ალბათ და მთელ სინოდს გამოაცხადებენ უწმინდესის მტრად“,-განაცხადა მამა ამდრიამ და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს „შორენას აგონია“ უწოდა.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



