|
2017-05-29 13:59:10, 841 ნახვა
სამხედრო
უსაფრთხოების სექტორში საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო, რომელიც გენდერის თემას ეხება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსი მოდულის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა გახსნა. მათივე ინფორმაციით, მან მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა. მაკა პეტრიაშვილმა კურსის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს, კიდევ რამდენიმე მოდულით გაგრძელდება. მსმენელებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან, კიბერუსაფრთხოებასთან, კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, ლექციები და ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)