|
2017-05-29 11:58:56, 638 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია 24 წლისაა
დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 24 წლის იუბილე აღინიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მათივე ცნობით, უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენლებს აკადემიის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის რექტორმა აკადემიის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის დააჯილდოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედალი 4 სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო II ხარისხის მედალი 15 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. დღესვე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 3 სამხედრო მოსამსახურეს სახელობითი იარაღი გადასცა. დაჯილდოვდნენ წარჩინებული იუნკერებიც, რომლებმაც სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში თავი გამოიჩინეს. ასევე, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში კომპანია ტაიმერ ჯორჯიას წარმომადგენელმა წარჩინებულ 5 იუნკერს საჩუქრად საათები გადასცა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუბილის აღნიშვნა იუნკერების მიერ ორგანიზებული კონცერტით, სპორტული აქტივობებით და საზეიმო მიღებით დასრულდა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე და ნუკრი გელაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, სამხედრო მოსამსახურეების და იუნკერების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზუსტად 24 წლის წინ, 28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაარსდა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 4 წლის შემდეგ, 1997 წლის 12 ივლისს, აკადემიამ ქართველ ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. პირველი გამოშვებიდან დღემდე აკადემიაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 2011 წელს აკადემიამ გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. დაინერგა ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, დაიხვეწა ოფიცერთა განათლების სისტემა და შეიქმნა საკარიერო სკოლები. 2015 წლის 8 სექტემბერს აკადემიამ, უკვე სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით, ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. საბაკალავრო სკოლა წარმატებით დაამთავრა 105-მა ლეიტენანტმა. ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად განაგრძობს სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებას. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)