03:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 12:47:58, 2163 ნახვა

კომენტარი სამხედრო
იზორია: ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

"ვისაც გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რეფორმები ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველზე ხორციელდება.

„ჩვენ როდესაც 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები პირველ რიგში მოვახდინეთ, ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ჩვენი რეფორმები ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფარგლებში განვახორციელეთ. ჩვენ ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებულ შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო. მიზანი გახლდათ თანხების მობილიზება იმ პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო ძლიერს გახდიდა. ამის შედეგად ჩვენ დავზოგეთ მილიონობით თანხა და მივმართეთ დიდწილად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ, ასევე აღჭურვილობის შეძენისკენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს მიზანი საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics