23:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:29:30, 1883 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დონდუა: ჰერბერტ ზალბერთან ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ და პოზიცია დეტალურად ავუხსენით

ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, დეტალურად ავუხსენით ჰერბერტ ზალბერს, თუ როგორია საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

დონდუას თქმით, მთავარია ყველაფერი გაკეთდეს, რათა ქვეყნისთის მნიშვნელოვან ფორმატებს ჩრდილი არ მიადგეს. 

„შევხვდი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის მხრიდან, რომელიც სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა ნახა მან რეგიონებში და ასევე რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ბოლო განვითარებებზე, რაც მოყვა ცხინვალში შეხვედრებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელიც იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და საქართველოს განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რათა კონფლიქტი საქართველოში მოგვარებული  იყოს მშვიდობიანად“, - განაცხადა დონდუამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ჟენევის მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და ეს არის ერთადერთი ფორმალური ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის. 

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს 3 საერთაშორისო ორგანიზაციასთა და აშშ-ის თანდასწრებით. მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების მომავალში გაგრძელება. მნიშვნელოვანია, საქართველოს ურთიერთობები სამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ევროკავშირი, ეუთო და გაერო, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელთანაც გვაქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი. გვაქვს ბევრი საქმე მომავალში გასაკეთებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან გაგრძელდეს ისე აქტიურად და ეფექტურად, როგორ მიმდინარეობს ახლა. ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, დეტალურად ავუხსენით მას, თუ რა არის საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დეტალურად ავუხსენით მას საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით დონდუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics