15:11 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 19:36:05, 686 ნახვა

იური ლუჟკოვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის შესახებ, გაუგებარს უწოდებს

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით დაუსაბუთებული და გაუგებარია, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" უწყება.

"ვთვლი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებული და აბსოლუტურად გაურკვეველია. ზოგადად, მსგავსი გადაწყვეტილებები მაშინ მიიღება, როდესაც გარკვეული ქმედებები საქართველოს ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული. ამ შემთხვევაში მე ვიყავი საქართველოში, როგორც ტურისტი. ჩვენი მოგზაურობა იყო გაფორმებული ქართულ ტურისტულ კომპანიასთან", - აღნიშნა ლუჟკოვმა. 

ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა და ის ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს
მარნეულში შვილმა მამა მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics