|
2017-05-11 17:14:27, 585 ნახვა
რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა , მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, და ნაპირდამცავი გაბიონები. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის შედეგად ბეჩოს, ჭუბერისა და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები დაზიანდა. ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა–უშგულის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩახერგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. კალას ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები, მდინარის ადიდების შედეგად, სრულად დაზიანდა. ასევე, დაზიანებულია ლახამულას და ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხიდი. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია. დაზიანებულია ელექტრო–გადამცემი ბოძები და ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან (ლაწომბა, ლაშხრაში, თავრერი, თავბერი, ხერვაში) დამაკავშირებელ შიდა საავტომობილო გზის მონაკვეთი მთლიანად წაღებულია. ასევე დაზიანებულია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექის შედეგად ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი დაზიანდა. ასევე, მეწყერია ჩაწოლილი მაგარდელი - ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ხოლო სოფლების ტვიბერი - ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და შეფერხებულია ამ მიმართულებით გადაადგიგლება. მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელბს. დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ამ დროისთვის, პრობლემურ ადგილებზე გასულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)