15:11 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 17:10:47, 654 ნახვა

აფხაზეთის „საგარეო უწყება“: ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტი, აფხაზეთის ბლოკადასა და საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილის საკანონმდებლო აქტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკა, იმ ქვეყნებს ფინანსრუად აღარ დაეხმარება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, დამოუკიდებლობას აღიარებენ.

"მწუხარებას იწვევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არასწორი გზით წავიდა და საქართველოს აბსურდულ მოთხოვნებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ბლოკადას ითვალისწინებს, მხარს უჭერს. აშშ-ის ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს წარმოაჩენენ, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დამცველებად მთელ მსოფლიოში, დაუფარავ, ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ატარებენ. ამასთან, მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ წნეხს ახორციელებენ.

ვაშინგტონში უნდა გაიაზრონ, რომ სახელმწიფოს "წახალისების" მსგავსი პრაქტიკა, რომელმაც 2008 წელს ომი გამოიწვია რეგიონში, დისკრიმინაციული ხასიათი მიიღო და არაფერი კარგის მომტანი არ არის. აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას და აბათილებს ჟენევას დისკუსიების მონაწილეებს შორის გადადგმულ ძალისხმევას", - ნათქვამია დე-ფაქტო უწყებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა
ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში: როგორ ცვლის აშშ-სომხეთის შეთანხმება რეგიონს
მარნეულში შვილმა მამა მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics