|
2017-05-09 12:00:25, 554 ნახვა
„აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ“ - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა
საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტმა მოსახლეობის ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნისნულთან დაკავსირებით სოციალურ ქსელში შესაბამისი პეტია სახელწოდებით - "აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!" გავრცელდა. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში, თბილისში იმყოფება, რაც ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია. "საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია. ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ!", - ნათქვამია პეტიციაში. პეტიცია ნახეთ აღნიშნულ ბმულზე - https://manifest.ge/main/item/1430/
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)