|
2017-05-08 21:00:06, 622 ნახვა
გიორგი მარგველაშვილი ხვალ ზუგდიდს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია'' ფარგლებში სტუდენტებთან კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით გამართავს დისკუსიას. გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალვე გიორგი მარგველაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტარანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს. 140 ლარიან ,,ავერსის'' წამლების ვაუჩერს ხვალ პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს. ხვალვე ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას მიაგებს პატივს და მათ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)