|
2015-04-12 12:52:26, 389 ნახვა
გლდანში კორპუსის მცირე ნაწილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები ზოია კალანდარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ ბინაში მცხოვრები მამაკაცი, რომელშიც აფეთქება მოხდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამაშველო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან საერთო ჯამში 4 ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა მოხდა. საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 7:30 საათზე შემოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო აღნიშული სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ადგილზე მისვლის მომენტში დაფიქსირდა, რომ აფეთქდა შენობის მე-8 და მე-9 სართლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)