15:01 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 18:04:24, 2291 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის მიღების თაობაზე, წარმატებით დასრულდა.

აღნიშნული თანხები მიიმართება იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგების შეფასებისას.
 
მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ისე აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისაკენაა მიმართული.
 
„აღნიშნული ფინანსური რესურსებით ქვეყნისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, შექმნის იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.  აქვე, უნდა ითქვას, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის, ქვეყნის რეგიონების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და  ქვეყნის ტრანზიტულ მნიშვნელობას", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.  
 
5-6 მაისს, დიმიტრი ქუმსიშვილმა, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში. პირველი ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ბიზნეს სესიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ADB-ს მმართველთა საბჭოს წევრები, აგრეთვე, მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები.  აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics